საუზმის ხუთწუთიანი რეცეპტები, რომელთა მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო
როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს, ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება — ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.
თუმცა, არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა დილაობით საუზმეს ვერ ვასწრებთ. არადა, სწორად შერჩეული სამზარეულო ტექნიკის შემთხვევაში, დილა გაცილებით კომფორტული და გემრიელი გახდება.
თუკი ყოველთვის გინდოდა დილა გემრიელი და ლამაზად გაფორმებული საუზმით შენც დაგეწყო, თუმცა, არ იცი რომელია შენი ტიპის საუზმე და არც ის იცი, როგორ მოამზადო, გრანდ ელექტრონიქსის ექსპერტ-კონსულტანტები მის შერჩევაში სიამოვნებით დაგეხმარებიან.
სმუზი
ყველამ იცის, თუ როგორი სასარგებლო და ნოყიერია სმუზი. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ ბლენდერია საჭირო.
შვრიის სმუზისთვის დაგჭირდებათ 1/4 ჭიქა შვრია, 1/2 გაყინული კენკრა, 1/2 იოგურტი, ან მაწონი ვანილით, 1/2 ჭიქა ყინული, 2 სუფრის კოვზი შაქარი და 1/4 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი.
ძალიან გემრიელი და სასარგებლოა ასევე ნაღების სმუზი ფინიკებით. ამისთვის დაგჭირდებათ 3/4 ჭიქა რძე, 1/3 ჭიქა შუაზე გაჭრილი ფინიკები და 1/2 ჭიქა ყინული და მწვანე სმუზი: 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ცალი გაყინული ბანანი, ნახევარი კონა ქინძი, 1/4 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, 100 გრამი ისპანახის ფოთლები, 1 ცალი ლიმონის წვენი და 1 ჭიქა წყალი. სმუზს გემოვნებით შეგიძლიათ, პიტნაც დაუმატოთ. თითოეული სმუზის მომზადება ძალიან მარტივია. ინგრედიენტები ჩაყარეთ ბლენდერში, ადღვიბეთ და 5 წუთით გააჩერეთ მაცივარში!
ბლინები
შემოდგომის ცივი დღეებიც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ზაფხულში ბებოს მიერ გაკეთებული მურაბები ნელ-ნელა გადმოვაწყოთ და გავხსნათ. მურაბას კი განსაკუთრებით უხდება თხელი და სურნელოვანი ბლინები! მათი მომზადება ძალიან მარტივი და ამავე დროს, საოცრად იაფია: 1 ჩაის ჭიქა რძე, 150 გრამი ფქვილი, 3-4 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ ბლენდერში, შემდეგ კი ცხელ ტაფაზე გამოაცხვეთ. თუკი გსურთ, თქვენი ბლინი იდეალურად თხელი და თანაბარი გამოვიდეს, აუცილებლად სცადეთ ბლინის მოსამზადებელი ტაფა, რომლის შეძენა ონლაინითაც შესაძლებელია.
ასეთ ბლინებში ნებისმიერი რამის გახვევა შეიძლება: ლორი და ყველი, არაჟანი და მურაბები, შოკოლადის პასტა და ბანანი და ა.შ.
სენდვიჩები
რა შეიძლება დილით უცებ მოიმზადოს ადამიანმა? ამისთვის მხოლოდ 2 ნაჭერი პურია საჭირო, დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. სენდვიჩი სამგვარად შეგიძლიათ, მოიმზადოთ: ორ პურს შორის მოათავსოთ ნებისმიერი რამ, რასაც მაცივარში იპოვით: ყველი და პომიდორი; ყველი და ლორი; პომიდორს განსაკუთრებით კიტრის მწნილი უხდება; ძეხვი, პომიდორი და სალათის ფურცლები — არჩევანი უსასრულოა. პურები წინასწარ გავხუხოთ ტოსტერში და შემდეგ გადავუსვათ კარაქი, ან მდნარი ყველი ან ჩავალაგოთ პურებს შორის თქვენთვის საყვარელი ინგრეიენტები და ყველაფერი ერთად შევაცხელოთ სენდვიჩმეიქერში. არჩევანი თქვენზეა!
ყავის აპარატი
ვის გაუგია დღის დაწყება ერთი ჭიქა სურნელოვანი ყავის გარეშე? თანამედროვე ტექნოლოგიები ყავის მოსამზადებლად უამრავ გზას გვთავაზობენ. ყავის უახლესი აპარატები არანაკლებ გემრიელ ჩაისაც აყენებენ, ამიტომაც ყავის აპარატი უკვე ის ტექნიკაა, რომელიც სამზარეულოში ადგილს აუცილებლად უნდა იკავებდეს.
ამ და სხვა წვრილ ტექნიკას, რომელიც არანაკლებ გემრიელი საუზმის თუ ლანჩის მომზადებაში დაგეხმარებათ, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ გრანდ ელექტრონიქსში იყიდით. გარდა ამისა, გირჩევთ, რომ აუცილებლად დაელოდოთ პარასკევებს — ყოველ პარასკევს, გრანდ ელექტრონიქსში ტექნიკის ერთ კონკრეტულ ბრენდზე განსაკუთრებული ფასები მოქმედებს!
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები