ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 23 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-სგან 61 წლის კაცი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში გადაყვანამდე, სახლში მკურნალობდა.

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 სექტემბერს კორონავირუსი კიდევ 62 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 89 ადამიანი მკურნალობს. 5 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 33 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 19 — გამოჯანმრთელდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: