ბორჯომში პირი ყოფილ ცოლზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით პირი დააკავეს.

"ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.