ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ამერიკულ გამოცემა The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აშშ-ს მიერ საქართველოში სხვადასხვა დროს გამოგზავნილი ელჩების მოწოდებები მკაფიოდ არის ხაზგასმული წინასაარჩევნო გარემოზე.

სერგი კაპანაძის თქმით, ამ სტატიაში საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და რომლებიც უნდა შეიცვალოს და დამთავრდეს ამ არჩევნებზე.

"National interest-ში ჩვენმა რამდენიმე მეგობარმა, ამერიკის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში, გამოაქვეყნეს სტატია, სადაც საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რაც დღეს საქართველოშია. მათ შორის, არჩევნებამდე გაუარესებულ მდგომარეობაზე, ძალადობისა და არჩევნების გაყალბების საფრთხეზე, ზოგადად არასწორ ტრაექტორიაზე, რომელიც აქვს ქვეყანას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი მეგობრები ზრუნავენ და ღელავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ბოლომდე ადევნებენ თვალს. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ის ცვლილებები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდება, ასევე არის ყურადღების ქვეშ ამერიკელი მეგობრების მხრიდან.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა იქნება, ყველა პრობლემა, რომელიც ამ სტატიაშია აღწერილი,მათ შორის ინვესტიციების გადინებით და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებით, შევცვალოთ, დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ ამ არჩევნებზე", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.