ტომ კრუზი ახალი ფილმის გადასაღებად კოსმოსში 2021 წელს გაემგზავრება
ბილეთი დაჯავშნილია: ტომ კრუზი 2021 წელს კოსმოსში გაემგზავრება, რათა იმ ფილმის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც კოსმოსში გადაღებული პირველი მხატვრული სრულმეტრაჟიანი კინოსურათი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა: ტომ კრუზი ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან და ნასასთან თანამშრომლობით ამბიციური პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ ცნობილ მსახიობთან ერთად ფილმის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს რეჟისორი დაგ ლაიმანი, რომელსაც აქამდე ისეთი ცნობილი კინოსურათები გადაუღია, როგორებიცაა Mr. & Mrs. Smith და Edge of Tomorrow.
რამდენიმე დღის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტომ კრუზი რეჟისორ დაგ ლაიმანთან ერთად 2021 წლის ოქტომბერში კოსმოსური ხომალდით გაფრინდება.
მაისში ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტაიმა განაცხადა, რომ ისინი მოხარულები არიან, ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა რომ მიეცათ:
"გვჭირდება, რომ პოპულარულმა მედიამ ინჟინერებისა და მეცნიერების ახალი თაობა შთააგონოს, რათა ნასას ამბიციური გეგმები რეალური გახდეს", — ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
ჯერჯერობით უცნობია მომავალი ფილმის სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კინოკომპანია Universal-მა მის წარმოებაზე დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოყო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები