ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტებისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ
რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

Webster University (ვებსტერის უნივერსიტეტი) 1915 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და წარმოადგენს გლობალური ხედვის მქონე უნივერსიტეტს. ვენის კამპუსი — Webster Vienna Private University 1981 წელს შეიქმნა. იგი აკრედიტირებულია ორივე — აშშ-სა და ავსტრიის მიერ. უნივერსიტეტი ფოკუსირებულია სწავლის მაღალ ხარისხზე, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების შერწყმით მიიღება.

Webster Vienna Private University სტუდენტებს სთავაზობს ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო ღირებულებების სინთეზს: ერთის მხრივ, ამერიკულ ლიბერალ არტსის პრინციპებზე დაფუძნებულ განათლებას, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის სწავლებას — პატარა კლასებში, მეორეს მხრივ კი ევროპულ კვლევით საუნივერსიტეტო სისტემაზე დაფუძნებულ სწავლებას.

ორი ქვეყნის მიერ აკრედიტირებული უნივერსიტეტი წარმოადგენს გლობალურ სასწავლებელს საერთაშორისო კამპუსებით, რომელიც სტუდენტებს აკადემიური, ინტელექტუალური და პროფესიონალური ზრდის საშულებას აძლევს.

ვებსტერის უნივერსიტეტის ვენის კამპუსში ჩარიცხვა ნიშნავს, რომ ვებსტერის უნივერსიტეტების ქსელის სტუდენტი ხართ და საზღვარგარეთ სწავლის პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ სწავლა გააგრძელოთ ვებსტერის სხვა კამპუსებშიც: აშშ, ნიდერლანდები, შვეიცარია, საბერძნეთი, ტაილანდი, ჩინეთი და განა.

უნივერსიტეტი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ვებსტერის უნივერსიტეტის ვენის კამპუსის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე საიტზე leafonlinefair.com