TIME-მა 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა
ჟურნალი TIME უკვე თითქმის ოცი წელია მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს და გამონაკლისი არც წელს ყოფილა.
ჟურნალმა გასული წლის შეჯამებით 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა და თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ წელს მეცნიერების, ექიმების, ექთნებისა და სხვა მსგავს სფეროებში დასაქმებული ადამიანები რეკორდული რაოდენობით არიან წარმოდგენილი სიაში.
"ჩვენი ჟურნალი ყოველთვის იყო სამყაროსა და იმ ადამიანების სარკე, რომლებიც განსაზღვრავენ სწორედ ამ სამყაროს სახეს", — ვკითხულობთ TIME-ის განცხადებაში.
ლიდერი ასეულის სია, როგორც წესი, ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ამჯერადაც ამ ხუთი კატეგორიის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პირებზე მოგითხრობთ, რომლებიც წლევანდელ სიაში ჩვენს ყურადღებას გამორჩეულად იქცევენ:
პიონერები
მათ შორის, ვინც პირველად მოხდა ამ სიაში, აღსანიშნავია ამერიკელი რეპერი Meghan Thee Stallion, რომელმაც წელს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სიმღერით Savage, მოგვიანებით კი ქარდი ბისთან ერთად ჩაწერილი სინგლით WAP.
ამ ცნობილ ხელოვანთან ერთად სიაში პირველად მოხვდა იაპონელი ჟურნალისტი შიორი იტო, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაში ღიად დაადანაშაულა გავლენიანი კაცი და ამით ქვეყანაში #MeToo მოძრაობის განვითარებას შეუწყო ხელი.
ხელოვანები
ტრადიციულად ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის სათანადოდ არიან წარმოდგენილი ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე სახეები. მათ შორის წელს TIME-ის სიაში მოხვდნენ მომღერლები The Weeknd, სელენა გომესი და ჰოლზი; ასევე მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ჰადსონი და მსახიობი მაიკლ ბი ჯორდანი.
რაც შეეხებათ რეჟისორებს, გავლენიან ადამიანთა შორის მოხვდა გასული წლის ტრიუმფატორი ფილმის პარაზიტი რეჟისორი ბონგ ჯუნ ჰო და სერიალ Fleabag-ის შემოქმედი ფიბი უოლერ-ბრიჯი.
ლიდერები
კატეგორია, რომელშიც, როგორც წესი, პოლიტიკოსები ლიდერობენ, მთავარ კანდიდატურად ენტონი ფაუჩი დასახელდა — აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მასთან ერთად სიაში მოხვდნენ ანგელა მერკელი, ჯო ბაიდენი, ნენსი პელოსი, კამალა ჰარისი, ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი, დონალდ ტრამპი და ჟაირ ბოლსონარუ.
ტიტანები
წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მოხვდა ინდური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი სუნდარ პიჩაი, რომელიც ამჟამად Google-ის აღმასრულებელი დირექტორია. მასთან ერთად "ტიტანის" ტიტული ერგო ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს ტაილერ პერის და მსახიობსა და აქტივისტს გაბრილ იუნიონს.
ლეგენდები
ამ კატეგორიაში საპატიო ადგილი დაიკავეს აშშ-ში ანტირასისტული მოძრაობა Black Lives Matter-ის დამფუძნებლებმა ალისია გარზამ, პეტრის ქალორსმა და ოპალ ტომეტიმ.
სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები