კატალონიური კლუბი, ბარსელონა მზადაა ლუის სუარესის გასაყიდად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელი ესპანულ კლუბში, მადრიდის ატლეტიკოში გადადის.

Radio MARCA-მ ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს სუარესი ვარჯიშს. ფანები აცხადებენ, რომ ფეხბურთელი ამ დროს ტირის.

სუარესის ბარსელონადან წასვლაზე მედიაში აქამდეც გავრცელებულა ინფორმაცია, თუმცა ბარსელონა ამ ტრანსფერს არ თანხმდებოდა.

ლუის სუარესი 2014 წელს ლივერპულიდან ბარსელონაში გადავიდა და კლუბში 6 წელი გაატარა.

ურუგვაელი ფეხბურთელი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ გადაწყვეტილების შესახებ.