ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთლის თქმით, უნდა იყოს დაცული შრომის უფლებები, განსაკუთრებით რისკიან პროფესიებზე. თუმცა, ამავდროულად, ამგავრი ცვლილებები სტიმულს უნდა აძლევდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

"შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოვთქვით პოზიცია, რომ პირველ რიგში, ამგვარი ცვლილებები, რეგუალიციები, სტიმულს უნდა აძლევდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამსაქმებელს უნდა აძლევდეს ამ სტიმულს პირველ რიგში.

რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასაქმებულის უფლებები დაცული, განსაკუთრებით რისკიან პროფესიებზე, მაგალითად, როგორიც არის შატხა და სხვა, აქ უნდა იყოს დაცული შრომის უფლებები და მინიმალური, საბაზო დაცვა, ყველას უნდა ჰქონდეს", — ამბობს წერეთელი.

გიგი წერეთლის თქმით, ასეთი კანონმდებლობა ვერ წაადგება დღევანდელი უმუშევრობის ძალიან დიდ პრობლემას და პირიქით, შესაძლოა შემაფერხებელი ფაქტორიც გახდეს.

"ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ შრომის ინსპექტირებას აძლიერებს და ყველანაირ უფლებას აძლევს, რაც შეიძლება გახდეს გადაცდომების ან კორუფციის საფუძველიც, რა თქმა უნდა, ასეთი კანონმდებლობა ვერ წაადგება დღევანდელი უმუშვერობის ძალიან დიდ პრობლემას", — განაცხადა გიგი წერეთელმა.