თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატები შეიკრიბნენ. მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი დღეს სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ისინი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. საქმე რამიშვილის მიერ წარდგენილ სატელიტის ფოტოებს ეხება, რომელიც პროკურატურამ გაყალბებულად ცნო.

აქციის მონაწილეები პროკურატურას იურისტების დევნასა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

სატელიტის ფოტოებზე გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართოდ შეღწევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: