დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსით 25-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, მას რთული თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

მათი იფნორმაციით, 76 წლის პაციენტი, ბათუმის კლინიკა მედ ემერჯენსში 22 სექტემბერს სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. მას ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა [...] გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე და დაუდასტურდა COVID-19", — განაცხადეს ჯანდაცვაში.

ბოლო სამ დღეში ეს კორონავირუსით ადამიანის გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა.

23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 643 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: