დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმში მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის რესურსცენტრში On.ge-ს უთხრეს, რომ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობდა, შესაბამისად, ეს თანამშრომლები სკოლაში არ დადიოდნენ.

"რამდენი ინფიცირებულია ზუსტ რიცხვს ვერ გეუბნებით, რადგან ჩვენც ახლა ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვასთან [...] რეკომენდაცია მიეცა ყველა თანამშრომელს, რომ მაინც ჩაიტარონ ტესტი. რაც შეეხება სკოლას, იქ უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები", — განაცხადეს რესურსცენტრში.

23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევა დადასტურდა. მათგან, 165 აჭარაში გამოვლინდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 643 უკვე გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: