საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე თვითიზოლაციაშია და PCR ტესტის პასუხს ელოდება. როგორც On.ge-ს შოთა არველაძის ძმამ, აჩი არველაძემ განუცხადა, არველაძეს სწრაფ ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. მისივე თქმით, ანალოგიურად იყო დაახლოებით 1 თვის წინაც, თუმცა PCR ტესტზე პაუსუხი უარყოფითი იყო.

შოთა არველაძე ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია. კლუბი დღეს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში ეთამაშება ირანულ შარ ხოდროუს. რადგანაც შოთა არველაძე თვითიზოლაციაშია, დღევანდელ თამაშზე გუნდს მის ნაცვლად მისი ასისტენტი გაიყვანს.