დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გარდაცვლილ პაციენტს, მძიმე ფომური დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 70 წლის მამაკაცი იყო.

"დღეს დილის 8 საათზე 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 18 აგვისტოს, მას ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული ხორხის კიბოზე, შემოსვლისთანავე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. მისი მდგომარეობა კოვიდის მხრივ კარგვეულწილად გაუჯობესდა, მაგრამ, მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა", — განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა. იმერეთში — 14, გურიაში — 4, დუშეთში — 1, ხოლო ზუგდიდში — 2.

23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 643 უკვე გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: