მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი სატელიტის ფოტოების ფაქტზე, რომელიც პროკურატურამ გაყალბებულად ცნო, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართოდ შეღწევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახეზე იყო გამოძიებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა; ასევე, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და პროკურატურამ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. იქვე აღნიშნულია, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის, განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა.

ამავე თემაზე: