სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე გუნდის სხვა ლიდერებთან, თეონა აქუბარდიასა და სერგო ჩიხლაძესთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიასთან დაკავშირებულ კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე ხაზი გავუსვით არჩევნებზე პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლების მნიშვნელობას და მათ როლს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ქვეყნების ელჩებს დიდი დამსახურება მიუძღვით 8 მარტის შეთანხმების მიღწევაში და აქვე, მინდა ხაზი გავუსვა საარჩევნო პერიოდში მათთან რეგულარული შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას", — აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.