დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ვარაუდობს, რომ მანამდე ვაქცინა შეიქმნება.

"ეპიდემიები და პანდემიები თავისითაც სრულდება. ეს პანდემიაც ადრე თუ გვიან დასრულდება თავისით. ეს როდის მოხდება, არ ვიცით. ეს იქნება დაახლოებით, შემდეგი წლის ზაფხულისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი მეცნიერება ამას არ დააცდის, არ მოიცდის იქამდე, სანამ ეს თავისით დასრულდება. ის დასრულდება ვაქცინის შექმნისთანავე", — განაცხადა ცერცვაძემ.

22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: