ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 200-220-ის ფარგლებს გადავა, ალბათ, საჭირო გახდება სწავლის კიდევ ორი კვირით გადადება. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"თუ მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდა ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გარკვეულ ფარგლებში დავიჭირეთ, მაშინ სკოლებში ის შეზღუდვა, რაც ჯერჯერობით არის, საკმარისი იქნება", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თუ სიტუაციას ვერ დაიჭერენ, მაშინ შესაბამისი სტრუქტურები, ალბათ, განიხილავენ, სწავლის გადადებას, თუმცა აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, საჭირო არ გახდება.