სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ საჩხერის როლის წამოწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან ამ გადაწყვიტილების მიზეზია, დანარჩენ რეგიონებს შექმნათ წარმოდგენა, თითქოს საჩხერეში ყველაფერი კარგად არის.

ამასთან, ვაშაძეს მიაჩნია, რომ მოქმედი მთავრობის პირობებში პერსპექტივა არ აქვს არა მხოლოდ საჩხერეს, არამედ მთელ საქართველოს და რეგიონში შექმნილ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამდასტურებელ რამდენიმე მონაცემებს ასაჯაროებს:

"საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა" — გვამცნო ოლიგარქ ივანიშვილის მარიონეტმა გახარიამ. თუ საჩხერე არის საქართველოს განვითარების მოდელი, მაშინ მათი ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს. ეს არის ქებაი და დიდებაი საკუთარი ბოსისა და მეტი არაფერი. მე მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე მონაცემი საჩხერესთან დაკავშირებით. საჩხერეში მოსახლეობის 14.7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთაც სოციალური დახმარების ხარჯზე გააქვთ საკუთარი თავი. კატასტროფულ ზღავრზეა უმუშევრობა და სოციალური პრობლემები. თუ შევადარებთ ზესტაფონს იგივე კრიტერიუმით, ოდნავ ნაკლებია — 12.2%, თერჯოლა — 5%, სამტრედია — 9% და ტყიბული — 9.50%, ანუ პირიქით, საჩხერეში არის უფრო მეტი მშიერი ადამიანი, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში."

ვაშაძეს მაგალითად საჩხერის კურორტის, კვერეთის მოყავს, რომელიც, მისივე თქმით ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ადამაინების წყალობით კატასტროფულ მდგომარეობაშია.

"კვერეთი, რომელიც იყო უნიკალური გოგირდის წყლებით, აბანოებით, სამკურნალო და სპა შესაძლებლობით და ეს კურორტი ჩვენი ინფორმაციით არის ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ადმიანების საკუთრებაში. ეს ადგილი დღეს გავერანებულია და კატასტროფულ მდგომარეობაშია. ეს არის ივანიშვილის ყურადღება საკუთარ საჩხერეზე? და თურმე ეს არის მოდელი, რომელიც უნდა განვავითაროთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ათწლეულების მანძილზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ფლობს ამ საკუთრებას მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით ერთი თეთრის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებიათ იმისთვის, რომ საჩხერეში სამუშაო ადგილები შექმნილიყო. რაც ყველაზე საგანგაშოა - დღეს საქართველოს განვითარებას, ამ სიღარიბეში ცხოვრების მოდელის შესაბამისად სთავაზობენ," — ამბობს ვაშაძეს და ამომრჩევლებს კეთილოგინიერებას ურჩევს.

„ხალხნო, გამოვფხიზლდეთ და ამ ადამიანებს კარგად შევხედოთ. ესენი არიან ჩვეულებრივიმატყუარა, კორუმპირებული თაღლითები, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის სათავეში ყოფნა და აბსოლუტურად შორს არიან იმ პრობლემებისგან, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. გახარიას ვთავაზობ, რომელიც გაურბის დებატებს და დღემდე პასუხი არ მაქვს, წავიდეს საჩხერეში ნებისმიერი პენსიონერის ოჯახში და ნახავს რა სიღარიბეა საჩხერეში. ახალგაზრდები პერსპექტივას საკუთარ რაიონში ვერ ხედავენ და ერთადერთი გზა აქვთ, რომ უცხოეთში წავიდნენ. წავიდეთ უმუშევრად დარჩენილი საშუალო ასაკის ადამიანების ოჯახში, რომლებიც გეტყვიან, რომ უკიდურესად მწვავეა სოციალური პრობლემები საჩხერეში, მაგრამ თქვენ ხალხთან სიარულის გეშინიათ. თქვენ გიყვართ მხოლოდ და მხოლოდ ფეშენებელურად დადგმული, ხელოვნურად შექმნილი, საპრეზენტაციო სივრცეები კომუნისტურ სტილში, სადაც ესაუბრებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ კონტროლირებად აქტივისტებს. თქვენ გეშინიათ ხალხთან შეხვედრის, დებატებში მოსვლის, კითხვებზე პასუხის გაცემის და ჟურნალიტებთან კომუნიკაცისაც კი. იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენი ხელწერა არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი. რვა წლის მანძილზე არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყანაში გარდა იმისა, რომ თქვენ გამდიდრდით და ხალხი გაღარიბდა. ამ დროის მანძილზე საქართველომ ერთადერთ მონაცემში დაამყარა რეკორდი. ეს იყო ჩვენი მოსახლეობის შიმშილის პირას მყოფი ადამიანების 8.2%. ეს არის ანტირეკორდი რეგიონში, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს. ივანიშვილის მარიონეტებო, გრცხვენოდეთ, არცერთი დაპირების გაცემის უფლებაც კი არ გაქვთ, იმიტომ რომ არცერთი დაპირება რვა წლის მანძილზე არ შეგისრულებიათ და თქვენს დაპირებას აქვს ნულოვანი ნდობა. მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო ეს არის არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი — საქართველო ჭაობი თუ განვითარებული საქართველო. ასეთი უქნარა, უსაქმური, კორუმპირებული ოლიგარქის მარიონეტები ხელისუფლებაში, თუ საქმის მკეთებელი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას დააყენებენ აღმშენებლობის გზაზე. ღმერთმა ნუ ქნას, დღევანდელ სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს მოდელი საქართველოს განვითარების. აი, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, მაგრამ, საჩხერე მართლაც იქნება განვითარებული სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის ხელში," — განაცხადა გიორგი ვაშაძენ.