დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, სოფელ დიღომში შექმნილი კლასტერი "არაახალგაზრდა" კლასელების შეკრებასთანაა დაკავშირებული.

"გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, [შეიკრიბნენ] კლასელები, ოღონდ არაახალგაზრდები. შესაბამისად, იყო ინფიცირება და მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და ამ ეტაპზე სტაბილიზირებულია მდგომარეობა", — განაცხადა გამყრელიძემ.

22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟმად ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: