დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გასაზომად, იუსტიციის სახლის უკან კორონავირუსზე ტესტირება 22 და 23 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. გამყრელიძის თქმით, ტესტის პასუხი მეორე დღეს იქნება ცნობილი.

"გვაინტერესებს, დაახლოებით, 1 000 ადამიანზე გაკეთდეს ტესტი, რათა გავიგოთ, როგორია ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა. ეს კვლევები არის საშუალება იმისა, რომ გარკვეულწილად პულსზე გეჭიროს ხელი", — განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: