დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური მოვლის ნაცვლად სასტუმრო მოდელის გამოყენება, არ ნიშნავს, რომ სამინისტრო პაციენტების მკურნალობას ჰოსპიტლებში ვერ ახერხებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"საწოლფონდის ჯანდაცვის სისტემას მობილიზებული აქვს 3 200 საწოლი. დღეს უკვე გაშვებულია 2 522 საწოლი, აქედან, თავისუფალი 500-ზე მეტი საწოლია. იმის აუცილებლობა, რომ თუ ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება და ეს ვერ მოხდეს, ასეთი არ არსებობს. ის, რომ ჩვენ დღეს ჰოსპიტალური მოვლის ნაცვლად სასტუმრო მოდელს ვიყენებთ, ეს არის, ერთი მხრივ, ის რომ იყოს შუალედური ეტაპი, ვიდრე უფრო თამამი გადაწყვეტილება იქნება მიღებული პაციენტის ბინაზე მართვასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ", — განაცხადა გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში გამოვლინდა. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 6, იმერეთში — 26, ხოლო გურიაში — 2.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: