ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა.

მისივე თქმით, არ გამოირიცხება, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებში, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაცია შევიდეს. ეს დამოკიდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე.