ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში პაციენტების ნაწილს ექიმები ბინაზე მეთვალყურეობენ.

"პაციენტებს ბინაზე მეთვალყურეობას უწევს ოჯახის ექიმი. ეს მოდელი აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ დეტალებს", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ბინაზე პაციენტების მკურნალობა უსაფრთხოდ მიმდინარეობს.