საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა. ბრძანება არჩევნების მშვიდ და სამართალიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის გარდა გულისხობს, რომ პოლიციელებმა, სამსახურეობრივი მოვალეობისას, მკაცრად უნდა დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო, ან მხარდამჭერი ქმედება.

ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.

"არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება", — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.
ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.