რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში კავკასია 2020-ის ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წვრთნებში 1 500-ზე მეტი სამხედრო, 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა და ავიაციაა ჩართული. წვრთნები მთებში და ზღვის პირას გაიმართება.

კავკასია 2020-ის მასშტაბური წვრთნები 21-26 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე შავი და კასპიის ზღვების აკვატორიაში ჩატარდება. წვრთნებში მიწვეული არიან სომხეთის, ბელარუსი, ჩინეთი, მიანმარი და პაკისტანი. აზერბაიჯანი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და შრი-ლანკა წვრთნებში დამკვირვებლების როლში იქნებიან.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სულ 80 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზება იგეგმება.