ქრუდსების ოჯახი ბრუნდება — ნახეთ ცნობილი ანიმაციის ახალი ნაწილის ტრეილერი
2020 წელს ისე ხშირად ვიგებთ ერთმანეთზე უფრო დამამწუხრებელ სიახლეებს, რომ პრეისტორიულ ეპოქაში ცხოვრებაც კი შეიძლება ინატროს ვინმემ...
არა, ეხუმრებით ამ იდეას? აი, ქრუდსების ოჯახის თავგადასავალს რომ მიადევნოთ თვალი, თქვენც სერიოზულად დაფიქრდებოდით იმავეზე.
სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილმა ანიმაციურმა სტუდიამ DreamWorks თავის გახმაურებული პროექტის The Croods მეორე ნაწილის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც ოჯახთან ერთად ისეთი სახალისო დროის გატარებას გვპირდება, როგორიც ამ წელს ყველაზე მეტად გვაკლდა:
"იმ იდეალურ ადგილს ვეძებთ, რომელსაც სახლს დავუძახებთ", — ამბობს ტრეილერში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და მალევე ეს "მსოფლიოს პირველი ოჯახი" მართლაც აღმოაჩენს სამოთხის მსგავს გარემოს, სადაც ყველა მათი სურვილი მარტივად ასრულებადია.
ოღონდ ერთი პრობლემაა... იქ უკვე ცხოვრობს სხვა ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს ორივე ოჯახი ეჭვის თვალით უყურებს ერთმანეთს, როგორც ჩანს, მალე მოვლენები რადიკალურად შეიცვლება და მათი თანაცხოვრება უფრო ჯადოსნური, საინტერესო და სახალისო იქნება, ვიდრე — ცალ-ცალკე ყოფნისას იყო.
ამ ანიმაციური ფილმის პერსონაჟებს ისეთი ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ, როგორებიც არიან ემა სტოუნი, რაიან რეინოლდსი და ნიკოლას ქეიჯი.
ქრუდსების ოჯახის პირველი ნაწილი 2013 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებით შეფასებებთან ერთად (ის იყო ნომინირებული ოსკარებისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე), კინოგაქირავებაშიც მიაღწია წარმატებას: $135–175-მილიონიანი ბიუჯეტით $587 მილიონის შემოსავლები დააგროვა.
როგორ შოუს შემქმნელები გვპირდებიან, თუ პირველი ანიმაცია ოჯახის მნიშვნელობაზე იყო კონცენტრირებული, The Croods: A New Age ერთიანობის, ურთიერთანამშრომლობის ძალაზე მოგვითხრობს.
მართალია, ყველა დაგეგმილი პრემიერის თარიღი მომავალ წლამდე გადაიდო ან გაუქმდა, მაგრამ DreamWorks პირიქით — გეგმავს, რომ 25 ნოემბერს თითოეულმა ოჯახმა ამ ჯადოსნური ოჯახის ისტორია დიდ ეკრანზე იხილოს და იმედია, მართლაც ყველა მსურველი შეძლებს ამას.
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
კომენტარები