ელენ დეჯენერესი ბოდიშის მოხდითა და აღიარებით დაბრუნდა
ელენ დეჯენერესმა თავისი თოქშოუს ახალი სერია ბოდიშის მოხდითა და იმის აღიარებით დაიწყო, რომ "ის რაღაცები, რაც აქ მოხდა, არასდროს უნდა მომხდარიყო".
ორშაბათს, 21 სექტემბერს, ელენ დეჯენერესის შოუ ეკრანებზე პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც შოუს გადასაღებ მოედანზე ტოქსიკური სამუშაო გარემოს არსებობის ბრალდებები გაჩნდა.
"ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებ და მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, ვისზეც ამან იმოქმედა", — თქვა წამყვანმა.
მან თქვა, რომ გამოძიების შემდეგ "საჭირო ცვლილებები" განხორციელდა.
არამართლზომიერი ქცევების ბრალდებების გამო ცოტა ხნის წინ შოუს სამი პროდიუსერი დაითხოვეს.
დეჯენერესმა შოუ სახასიათო კომედიური ტონით დაიწყო და კამერაში თქვა: "თუკი იმიტომ მიყურებთ, რომ გიყვარვართ, მადლობა. თუკი იმიტომ მიყურებთ, რომ არ გიყვარვართ, მოგესალმებით".
ელენი მალევე დასერიოზულდა და შოუში ტოქსიკურ გარემოსა და სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე ისაუბრა: "აღმოვაჩინე, რომ აქ მოხდა ისეთი რაღაცები, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. თუკი ოდესმე ვინმეს იმედი გამიცრუებია, ვინმესთვის გული მიტკენია, ამისთვის ბოდიშს ვიხდი".
"იყავი კეთილი" ლედი
ელენმა დაამატა, რომ, როგორც პრივილეგირებულ პოზიციაზე მყოფი პიროვნება, სწორედ ის იყო პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდებოდა შოუში.
"ჩვენ საჭირო ცვლილებები განვახორციელეთ და დღეს ახალ თავს ვიწყებთ", — უთხრა მან მაყურებლებს.
ეს მოიცავდა იმის დაანონსებას, რომ სტუდიის DJ Twitch ახლა თანააღმასრულებელი პროდიუსერი გახდა.
ელენმა იხუმრა, რომ "იყავი კეთილი ლედის" იარლიყით არსებობა საკმაოდ რთული პოზიციაა: "თქვენი თავისთვის ახალი მეტსახელის ან ტიტულის მინიჭება თუ გსურთ, 'იყავი კეთილი ლედი' ნუ იქნებით. არ ქნათ ეს".
თუმცა, მისი თქმით, პრესასა და სოციალურ მედიაში არსებული ინფორმაციის საპირისპიროდ, "სიმართლე ისაა, რომ მე ის პიროვნება ვარ, რომელსაც ტელევიზორში ხედავთ. მე კიდევ ბევრი რამ ვარ. ზოგჯერ სევდიანი ვარ, ვბრაზდები ხოლმე, ვშფოთავ, იმედი მიცრუვდება, მოუთმენლობაც მჩვევია და ამ ყველაფერზე ვმუშაობ".
ელენმა განაცხადა, რომ მას სურს, მის შოუზე მომუშავე 270 თანამშრომლიდან "თითოეული იყოს ბედნიერი და ამაყი, რომ აქ მუშაობს".
ამავე თემაზე:
- არასათანადო მოპყრობის ბრალდების შემდეგ დეჯენერესის შოუს სამუშაო გარემოს შეისწავლიან;
- გამოძიების დაწყების შემდეგ, ელენ დეჯენერესი თანამშრომლებს ბოდიშს უხდის;
- რასიზმისა და შევიწროების ბრალდებების გახმაურების შემდეგ ელენის შოუ შეიძლება დაიხუროს;
- 15 უხერხული სიტუაცია ელენის შოუდან, რომელიც ახლა პრობლემური ჩანს;
- ბრალდებების შემდეგ ელენის შოუს სამი პროდიუსერი დაითხოვეს;
- მერაია ქერი ორსულობისას ელენთან ჩაწერილ ინტერვიუს ძალიან უხერხულს უწოდებს;
- შოუს დაბრუნების შემდეგ ყველაფერზე ვილაპარაკებთ — ელენ დეჯენერესი.
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
კომენტარები