დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

უწყების ინფორმაციით, მერია ფუნქციონირებას განაგრძობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარას ეკუთვნის.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: