დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

21 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 218 შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

ამასთან, აჭარაში კორონავირუსისგან 22-ე პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახურმა გაავრცელა. დღეს ეს უკვე მეორე გარდაცვლილი პაციენტია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით ახალი შემთხვევებიდან 47 თბილისში გამოვლინდა. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 6, იმერეთში — 26, ხოლო გურიაში — 2.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: