დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

აჭარაში კორონავირუსისგან 22-ე პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახურმა გაავრცელა. დღეს ეს უკვე მეორე გარდაცვლილი პაციენტია.

როგორც ჯანდაცვაში აცხადებენ, მას ჰქონდა თანმდევი დაავადებები ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ისინი განმარტავენ, რომ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით შევიდა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი. მათივე თქმით, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

22 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: