დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში გამოვლინდა. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 6, იმერეთში — 26, ხოლო გურიაში — 2.

22 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: