ქუთაისში, რესტორან პალადიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ 20 სექტემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.