სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. მისივე თქმით, ამისათვის აუცილებელია ქუთაისში გაფართოვდეს აეროპორტი და ყველა დიდ ქალაქთან დაინიშნოს პირდაპირი რეისი.

"ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ამასთან, უნდა გაფართოვდეს აეროპორტის მოქმედება და სამ საათიან საფრენ რადიუსში აბსოლუტურად ყველა დიდ ქალაქთან უნდა იყოს პირდაპირი რეისი. ამასთან, მნიშვნელოვანია განვითარდეს სატვირთო აეროპორტი. სწორედ ქუთაისიდან დავიწყოთ აღმშენებლობა. მინიმუმ ათი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო უნდა შემოვიყვანოთ ქუთაისში, საოჯახო ტიპის სასტუმროებს კიდევ ახალი განვითარების არტერია მივცეთ. თითოეული ჩვენი გეგმის თუ იდეის უკან არის დეტალურად დამუშავებული კონცეფცია ქუთაისისთვის და დასავლეთ საქართველოსთვის," — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.