ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგა — დეკანოიძე ევროპულ საქართველოზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ისურვებდა იმ კომპასს, რომელიც ევროპული საქართველოს ლოზუნგში აქვს გამოყენებული, თავისი გეზი არ დაეკარგა. ამ ფორმით უპასუხა მან ევროპული საქართველოს პარტიის წევრებს, რომლებმაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკეს.
"თავდასხმა, რომელიც გაუგებარია, რომელიც რეალურად მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ პარტიულ ლოზუნგში არის ასეთი მოწოდება, რომ ევროპული საქართველო ეს არის კომპასი მომვალისკენ, თუ სხვა ცვლილებებისკენ, მაგრამ მე ერთადერთს ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგა ახლა, როდესაც ჩვენ უნდა ჩამოვიცილოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თავდასხმები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი არ იგრძნოს კომფორტში", — განაცხადა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, თუმცა მათ გათვიცნობიერებული აქვთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობა არამხოლოდ პარლამენტში, არამედ ახლაც.
20 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ის მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს და არ ხედავს პარტიულ კოალიციას. მისი თქმით "პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების" საერთოდ არ სჯერა. სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობას ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს ან საქართველო "დაიღუპება". ამასთან, ჟურნალისტის კითხვას: "აქვს თუ არა ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი, თქვენ ან ბიძინა ივანიშვილი?" ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეა და ეს ყველამ კარგად იცის.
სააკაშვილის ამ განცხადების პასუხად ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არ აინტერესებს ივანიშვილის მარცხი, თუ ერთპიროვნულად არ მოვა ხელისუფლებაში. გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ სააკაშვილს ივანიშვილის მარცხი იმაზე მეტად არ სურს, ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება.
თუმცა სააკაშვილმა ეს მიდგომაც შეცვალა და დღეს ამტკიცებს, რომ ის და მისი პარტია "ინკლუზიური" მთავრობის მომხრე არიან. ეს განცხადება მან მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოპოზიციამ გააკრიტიკა იმის გამო, რომ "კოალიციური" მთავრობა არ სურდა.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები