ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://leafonlinefair.com/

ამჯერად მოგითხრობთ პადოვას უნივერსიტეტის შესახებ. პადოვა არის ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეციასთან ახლოს. პადოვას უნივერსიტეტი 1222 წელს დაფუძნდა და თითქმის 800 წლიანი ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

პადოვას უნივერსიტეტში შეგიძლიათ ისწავლოთ ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე, როგორც იტალიურ ასევე ინგლისურ ენებზე. ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები არის მხოლოდ 2 მიმართულებით: ფსიქოლოგიასა და ცხოველთა მოვლა/ვეტერინარიაში.

მაგისტრატურის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე მოწოდებული პროგრამების რაოდენობა ბევრად მეტია და 22-ს აღწევს. ისინი გადანაწილებულია 7 საუნივერსიტეტო სკოლაში. ესენია: სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის სკოლა, ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, ინჟინერიის სკოლა, სოციალურ მეცნიერებათა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლა, სამედიცინო სკოლა, ფსიქოლოგიის სკოლა და მეცნიერებათა სკოლა.

სამაგისტრო პროგრამებს შორის შეხვდებით ისეთ სპეციალიზაციებს, როგორიცაა იტალიური საკვები და ღვინო, მდგრადი სოფლის მეურნეობა, ადამიანის უფლებები და სახელმწიფო მმართველობა, ეკონომიკა და ფინანსები, სამედიცინო და ფარმაცევტული ბიოტექნოლოგიები, მოლეკულური ბიოლოგია, ფიზიკა და ბევრი სხვა.

პადოვაში სწავლის ღირებულება 3000 ევროს ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულმა თანხამ შეიძლება დაიკლოს სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და შემოსავლების მიხედვით.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენას 10 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/