ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ქედის რაიონში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოიმინა და პარტიის პროგრამა გააცნო.

ტარილ ნაკაიძის თქმით, დღეს მაღალმთიან აჭარაში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ამას კი ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა ემატება. ტარიელ ნაკაიძის თქმით, ამ ვითარების შეცვლას გარდამტეხი ცვლილებები და ადამიანებისათვის რეალური თვითმმართველობის მინიჭება სჭირდება.

ეკონომიკური პრობლემები და ინფრასტრუქტურული პროექტები იყო მთავარი თემა სოფელ ბზუბზუს მოსახლეობასთან შეხვედრების დროსაც. ტარიელ ნაკაიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

"მე არ მოვსულვარ აქ მხოლოდ იმიტომ რომ ახლა არჩევნები გვიახლოვდება. მე აქ მოვალ არჩევნების შემდეგაც. მათთან, ვინც ხმა მოგვცა და მათთან, ვინც ხმა არ მოგვცა, რადგანაც მხოლოდ მე ერთი ადამიანი ვერაფრის გაკეთებას და შეცვლას ვერ შევძლებ. ჩვენ გვჭირდება, ახალი მიდგომები, ხელმისაწვდომი განათლება, ჩვენს პრობლემებზე საუბარი მაღალი ტრიბუნიდან, მივიღოთ მეტი თვითმმართველობა სასოფლო თემებში, რომ უკეთ შევძლოთ ცხოვრების მოწყობა და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. ადგილობრივი თემის ყოფით საჭიროებებს ადგილზე უკეთ იცნობენ და მოაგვარებენ, ვიდრე სადღაც, დედაქალაქში დამჯდარი, კაბინეტიდან. ამიტომ ცენტრალიზებული მართვის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ უნდა შესუსტდეს. ეს ჩვენს რეფორმებს უფრო ეფექტიანს გახდის და ცხოვრებას გააუმჯობესებს" — აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა აჭარაში ევროპული საქართველოდან ტარიელ ნაკაიძემ ქედის რაიონის სოფელ ნამლისევის მცხოვრებლებთან შეხვედრისას.