ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ნებაა კოალიციური მთავრობა — კორძაია სააკაშვილზე
რესპუბლიკური პარტიის წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ამომრჩეველს მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობის ხილვა სურს და ამას კვლევებიც ადასტურებს. კორძაია ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობა ვერ ხედავს.
რესპუბლიკური პარტია საარჩევნო ბლოკის, ძალა ერთობაშიას წევრია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანდა და პრემიერომინისტრობის კანდიდატად, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.
"მიხეილ სააკაშვილმა, ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს ამომრჩევლის ნება და 2012 წლის არჩევნების შემდეგ იგი დამორჩილდა ნებას. ამიტომ, შეიძლება მისი სურვილია მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ნება არის მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობის შექმნა... არ უნდა დავშინდეთ არც ერთი პოლიტიკოსის განცხადებით, რადგან ამომრჩეველი გაცილებით ჭკვიანურად აფასებს", — განაცხადა კორძაიამ.
გუშინ, 20 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ის მხოლოდ საზოგადოების კოალიციას ხედავს და პარტიულს არა. მისი თქმით "პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების" საერთოდ არ სჯერა. სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობას ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს ან საქართველო "დაიღუპება". ამასთან, ჟურნალისტის კითხვას: "აქვს თუ არა ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი, თქვენ ან ბიძინა ივანიშვილი?" ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეა და ეს ყველამ კარგად იცის.
სააკაშვილის ამ განცხადების პასუხად ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არ აინტერესებს ივანიშვილის მარცხი, თუ ერთპიროვნულად არ მოვა ხელისუფლებაში. გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ სააკაშვილს ივანიშვილის მარცხი იმაზე მეტად არ სურს, ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები