დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დღეს ქუთაისში 53 დადასტურებული შემთხვევიდან, ძირითადის პირველწყარო ოქროს სავაჭრო ცენტრია. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მთლიანად 620 აღებული ნიმუშიდან ჩვენ დაგვიდასტურდა 53 ახალი კოვიდინფიცირებული, რომელთა ძირითადი ნაწილის პირველწყარო არის ოქროს სავაჭრო ცენტრი, თუმცა გვაქვს ახალი წყაროები, რომლებსაც ვსწავლობთ. ამ ხალხის ნაწილი უკვე იზოლაციაშია და ნაწილი დღეს გადაგვყავს კარანტინში", — განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.

21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 534 უკვე გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: