დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის არიან მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი და კანცელარიის თანამშრომელი. ინფორმაცია ამის შესხაებ On.ge-ს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ინფიცირებულთა კონტაქტები დადგენილია და თვითიზოლაციაში არიან გადასული. ის კონტაქტები, ვისაც დამატებითი კვლევის შედეგად ვირუსი არ დაუდასტურდათ, მუშაობას აგრძელებენ.

რაც შეეხება ინფიცირებულთა ზუსტ რაოდენობას, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით არ გასცემენ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კრონენბერგის პრევენციაზე: