IT სერვისების მიმწოდებელი კომპანია SOLVIT Amazon AWS-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამ თანამშრომლობის შედეგად 29 სექტემბერს ერთობლივი ონლაინ ღონისძიება ჩატარდება, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის Cloud ტექნოლოგიების და სხვადასხვა ინოვაციის გაცნობა და გამოცდილების გაზიარებაა.

All About AWS არის ერთდღიანი უფასო ონლაინ ღონისძიება, რომლის განმავლობაშიც AWS-ის და SOLVIT-ის ექსპერტები ისაუბრებენ AWS ქლაუდ ტექნოლოგიებზე და განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა ხარჯების ოპტიმიზაცია AWS-ზე და ციფრული ინოვაციები: AI/ML. დაამსწრეებს, ამასთან, დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობაც მიეცემათ.

ვებინარზე დასწრების მსურველებმა უფასო სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ, რის შემდეგაც მათ ელექტრონულ მისამართზე გადაეგზავნებათ ლაივსტრიმის ბმული. თავად ღონისძიება კი 16:00-დან 19:30 საათამდე გაიმართება.

SOLVIT 2013 წელს დაარსდა და ის საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესებს IT საკითხების მოგვარებაში ეხმარება. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვებინარზე გაზიარებული ინფორმაცია შეეხება იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომელიც თანამედროვე კომპანიებისთვის ეფექტიანი და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობადაა ქცეული.