ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე IPSOS- ის კვლევას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ მცირდება ხელისუფლების რეიტინგი, რომელიც, მისი განცხადებით, "ჩაფლავდა და ვერცერთ გამოწვევას ვერ გაართვა თავი".

"ამ კვლევაში, ისევე როგორც მანამდე სხვა კვლევებში, მათ შორის ედისონ რისერჩის, IRI-ის და NDI-ის კვლევებში, ჩანს რამდენიმე მარტივი რამ: პირველი ის, რომ ვარდება ქართული ოცნების რეიტინგი და ეს არის აბსოლუტურად გასაგები, რადგან ეს არის ჩაფლავებული მთავრობა, რომელმაც ვერცერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა. მეორე: ჩანს ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი, ითხოვს ცვლილებებს და ითხოვს, რომ ეს არასწორი მიმართულება შეიცვალოს და ესეც ძალიან ნათელია", — განაცხადა კაპანაძემ

მან აღნიშნა, რომ იზრდება ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, მათ შორის ევროპული საქართველოს რეიტინგი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ჭაობიდან და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.

"მესამე, იზრდება ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, მათ შორის ევროპული საქართველოს, რაც ასევე ჩანს ყველა კვლევაში. ამიტომ, ძალიან მარტივი რამ მოხდება ამ არჩევნებზე: დამარცხება ქართული ოცნება და გაიმარჯვებენ ის ძალები რომელსაც რეალური გეგმა აქვს როგორ მოხდეს ცვლილებები. პირველ რიგში, ასეთი არის ევროპული საქართველო. რა დაკვეთაც არის საზოგადოებაში, რომ გარდამტეხი ცვლილებები იყოს და შეიცვალოს ეს ჭაობი, სწორედ ასეთ ცვლილებებს სთავაზობს ევროპული საქართველო საზოგადოებას", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.