დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია. პაციენტი ქუთაისში მკურნალობდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთიდან კრიტიკულად მძიმე ოთხი პაციენტი იყო გადმოყვანილი, 60 წლის ქალის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და 20 სექტემბერს გარდაიცვალა.

21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა — 40, ხოლო გარდაიცავალ 1 პაციენტი.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 534 უკვე გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: