დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. 21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი.

"გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3 პაციენტი, მათი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. აღნიშნული 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა, სამწუხაროდ, ვერ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს", — განაცხადა მარინა ეზუგბიაიამ.

სულ კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 534 უკვე გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 4 988 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: