თბილისის მეტრო დღეიდან, 21 სექტემბრიდან ისევ დილის 06:00-დან ღამის 00:00-მდე იმუშავებს.

როგორც On.ge-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და დღეიდან მეტრო მუდმივად ღამის 12 საათამდე იმუშავებს.

მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი შეიცვალა. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტრო ღამის 23:00-მდე მუშაობდა.