აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 61 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 97 ადამიანი მკურნალობს. 6 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 14 პაციენტი საშუალო სირთულისაა, ერთი — გამოჯანმრთელდა. ამბულატორიულად, თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.

დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ჯამში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 255 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 7.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: