სულაც არ არის აუცილებელი, ყველა არქიტექტორი ლეონარდო და ვინჩი ან ანტონიო გაუდი იყოს და მხოლოდ გასაოცარი იდეების მუზა აწუხებდეს: როგორც წესი, დღეს შეზღუდული რესურსებითა და არც ისე თვალწარმტაცი სივრცეებით გვიწევს მუშაობა, რაც ვერაფერი ბედენაა.

თუმცა ვიღაცებმა მაინც მოახერხეს, წარმოუდგენელი არქიტექტურული სისულელეები დაეშვათ, რომლებიც საშიში თუ არა, ძალიან კომიკური ნამდვილად არის.

ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ თვალსაჩინო მაგალითს შემოგთავაზებთ, რათა იგივე თქვენ მაინც აღარ გაიმეოროთ:

1. თუ კიბეებზე ჩასვლა გეზარებათ ხოლმე, ამ სახლში მაგის დარდი არ გქონდეთ: უბრალოდ ჩაგორდებით

ფოტო: Sarah Schauer

2. როცა შეგიძლია ერთდროულად ჭურჭელი დარეცხო და თან შხაპი მიიღო

3. ამ დიზაინის ავტორისთვის ფროიდს ერთი-ორი სიტყვა ექნებოდა სათქმელი

4. როგორც ჩანს, ვიღაცის ეზოში ბავშვები მეტისმეტად ხმაურობდნენ

5. ალბათ, ასე დასაჯეს ოჯახის ის წევრი, ვინც ტუალეტში შეიკეტებოდა და გამოსვლას ვეღარ ხვდებოდა

6. ან კიდევ ასე: აწი აღარ მოგინდება მანდ გაჩერებაო

7. იღბლიანი ციფრების დამთხვევის შემთხვევაში თქვენ მოიგებთ მილიონს!

8. სტუმრების მისაღები ოთახი იმ სახლში, სადაც სტუმრები გულზე სულაც არ ეხატებათ

9. როცა "სტენკის ჩადგმა" გეჩქარებოდა და ადგილი მაინცდამაინც შესაფერისი ვერ შეარჩიე

10. ბინაში მაცივარს თავისი ბინა აქვს

11. ეს ონკანი იმ კაცებს ჰგავს, ვისაც უნიტაზთან ურთიერთობა დიდად არ გამოსდით

12. როცა იმდენად ამაყი ხარ, რომ გინდა, ტუალეტშიც ზემოდან გადმოჰყურებდე ყველას

13. ამ ეზოში, ალბათ, ავი ძაღლი არა, მაგრამ უცნაური პატრონი ნამდვილად ცხოვრობს

14. როგორ უნდა მოუშალო ყველას ნერვები უმიზეზოდ

15. ვახტანგური