გაჟონილმა დოკუმენტებმა, რომელიც დაახლებით 2 ტრილიონი დოლარის ტრანზაქციას მოიცავს, აჩვენა, როგორ ეხმარება ზოგიერთი, მსოფლიოში უდიდესი ბანკი კრიმინალებს ბინძური ფულის მსოფლიო მასშტაბით დატრიალებაში. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.

მათი თქმით, ეს დოკუმენტები, ასევე, აჩვენებს, როგორ იყენებდნენ რუსი ოლიგარქები ბანკებს, რათა თავიდან აეცილებინათ სანქციები, რომლებიც მათ მიერ დასავლეთში ფულის დაბანდების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მედიის ცნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს დოკუმენტები უკანასკნელია იმ მასალების სიაში, სადაც საიდუმლო გარიგებებზე, ფულის გათეთრებასა და ფინანსურ კრიმინალზეა საუბარი.

BBC-ს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები საერთაშორისო საბანკო სისტემის საიდუმლოებას წარმოადგენს. როგორც წესი, ბანკები მათ საეჭვო ქცევაზე ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, მაგრამ არ არის დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთი.