მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64%-ისთვის დასაქმება ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. 50%-ის აზრით ეს არის ეკონომიკა, ხოლო 47,5%-ისთვის — სიღარიბე.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვან მოსაგვარებელ საკითხად რჩება ფასების ზრდა, 33,5%-ისთვის — ჯანდაცვა, 29,5%-ისთვის — პენსიები. მოსახლეობის 25%-ის აზრით მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ ლარის გაუფასურებაა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი

IPSOS-მა კვლევა მთავარი არხის დაკვეთით ჩაატარა. არხის ინფორმაციით, კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 18+ ასაკის რესპონდენტი, სტრატიფიცირებული შემთხვევით შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები +-2,5%-ია.