სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე დაასახელა.

"ანდრო ლოსაბერიძე — ახალგაზრდა, მშრომელი ადამიანი, განათლებით ინჟინერ-ეკონომისტი, რომელსაც აქვს ამერიკული განათლება მიღებული. რედ კორპორაციის მიერ გაკეთებული პროექტებიდან გამომდინარე, აქვს დიდი გამოცდილება მშენებლობის და მთელი ქუთაისი არის ამის მაგალითი, რომლის რეაბილიტაციაც სამწუხაროდ გააჩერეს. არის ჩვენი მძლავრი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს ქუთაისიდან და იმერეთიდან", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, არჩევნების შემდეგ, როდესაც პრემიერმინისტრი გახდება, ქვეყანაში 300 000-მდე სამუშაო ადგილები შეიქმნება.